ახალი ამბები
თურქეთში ქალაქ ხოფასთან ავტობანზე კლდე ჩამოიშალა
შემთხვევა დღეს დილით, ქალაქ ქემალფაშასა და ხოფას შორის მდებარე ავტობანზე მოხდა. ჩამოშლილი კლდიდან ლოდები ტრაილერებს დაეცა.
დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები.

პირველადი მონაცემებით, დაზიანებულია სამი სატვირთო ავტომობილი.

შემთხვევის ადგილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

Print