ახალი ამბები
ბორჯომში ინტელექტ-ჩემპიონატის რა? სად? როდის? ფინალი ჩატარდა
ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის რა? სად? როდის? გაზაფხული-ზაფხულის სეზონი დასრულდა.

ფინალურ შეხვედრაზე 10 გუნდი შეჯიბრების მთავარი პრიზის, მოაზროვნე ბუს მოსაპოვებლად იბრძოდა.

15 კითხვის ბოლოს, უმაღლესი ქულით შეჯიბრის გამარჯვებული მე-6 საჯარო სკოლის გუნდი ,,ვიქტორია" გახდა. მე-2 და მე-3 ადგილები კი ბორჯომის N3 საჯარო სკოლის გუნდებს ,,ფენიქსს" და ,,ჰუმანურებს" შორის გადანაწილდა.

გამარჯვებულებს ბუს ქანდაკება და წიგნები ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ იოსებ რაზმაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა და მოადგილემ გიორგი ფერაძემ გადასცეს. ასევე, ბორჯომის მუნიციპალიტეტი სრულად დააფინანსებს გამარჯვებული გუნდის ექსკურსიას ვარძია რაბათის მიმართულებით.

გამარჯვებული გუნდიდან გამოვლინდა ასევე საუკეთესო მონაწილე. გუნდის მოთამაშეების გადაწყვეტილებით, ეს ტიტული საბა გელაშვილს მიენიჭა. მას

„მეგაექნიკის“ მაღაზიის მფლობელისგან, დავით შონიასაგან სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა.

სიგელები მიიღო ფინალისტი გუნდების ყველა მონაწილემ. საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს კი წიგნები გადაეცათ.

ინტელექტ-ჩემპიონატის ჩატარება ბორჯომში ტრადიციაა. მისი ინიციატორი ბორჯომის მუნიციპალიტეტი, საბიბლიოთეკო გაერთიანება და ბორჯომის ინტელექტ-კლუბია.

შეხვედრას №3 საჯარო სკოლამ უმასპინძლა. გამოჩენილი მხარდაჭერისათვის მადლობის სიგელით დაჯილდოვდა №3 საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა ხარაზიშვილი.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
თბილისში, პარლამენტის შენობასთან
შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი წყლის ჭავლს
იყენებს.
22:54 / 30.04.2024
თბილისში, პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი წყლის ჭავლს იყენებს.
გარემოს ეროვნული სააგენტო
„ჭიაკოკონობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით მოქალაქეებს
აფრთხილებს.
13:25 / 30.04.2024
გარემოს ეროვნული სააგენტო „ჭიაკოკონობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით,
2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა.
12:41 / 30.04.2024
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა.
მიმდინარე წელს, ბორჯომის
მუნიციპალიტეტში, 13 მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია
განხორციელდება.
16:51 / 25.04.2024
მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 13 მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სტატისტიკის მიხედვით, წელს I კვარტალში, ლტოლვილის სტატუსი ჯამში 3
მოქალაქეს მიეცა. ამათგან, ორი ირანის მოქალაქეა, ხოლო ერთი
დაუდგენელი.
12:22 / 25.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, წელს I კვარტალში, ლტოლვილის სტატუსი ჯამში 3 მოქალაქეს მიეცა. ამათგან, ორი ირანის მოქალაქეა, ხოლო ერთი დაუდგენელი.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.