ახალი ამბები
ახალდაბის მედიაკაფე „ლუტრეზში“ სამოქალაქო აქტივიზმის გენდერმედიაცენტრის პრეზენტაცია გაიმართა
ახალდაბაში მედიაკაფე „ლუტრეზში“, სამოქალაქო აქტივიზმის გენდერმედიაცენტრის პრეზენტაცია შედგა. პროექტს „ფონდი ტასოს“ მხარდაჭერით ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარების ინსტიტუტი (CSMDI), რომლის პარტნიორებიც არიან: მედიაკაფე „ლუტრეზი“ (სადაც გენდერმედიაცენტრის ოფისი იქნება განთავსებული), ინტერნეტგამოცემა www.borjominews.ge , ასევე „სამცხე-ჯავახეთის სათემო განვითარების ცენტრი“, „ქალი და არჩევანი“ და „ამერიკული კუთხე ხაშურში“.

პრეზენტაცია გაიმართა მედიაკაფის ეზოში და მას ადგილობრივ ახალგაზრდებთან თუ სოფლის მცხოვრებლებთან ერთად, ესწრებოდნენ ბორჯომიდან და ხაშურიდან მოწვეული სტუმრები.
გენდერმედიაცენტრის დირექტორმა ნატო გუბელაძემ მოწვეულ სტუმრებს ცენტრის საქმიანობის მიზნები გააცნო.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, „ახალდაბის სამოქალაქო აქტივიზმის გენდერმედიაცენტრმა“ უნდა შემოიკრიბოს ადგილობრივი ახალგაზრდები, მათ შორის - მოზარდი გოგონები თუ ახალგაზრდა ქალები და სხვადასხვა აქტივობების განხორციელებით ხელი შეუწყოს მათ გააქტიურებას, ცნობიერების ამაღლებას ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე, გენდერული პრობლემატიკის, ქალთა აქტივიზმის, უფლებების დაცვის, ლიდერობის და სათემო ინიციატივების პრაქტიკულად განხორციელების გზების შესახებ.

მედიაკაფე „ლუტრეზში“ ახალგაზრდებისთვის, გოგონებისა თუ ქალებისთვის მოეწყობა სპეციალური ტრენინგები, სადაც ისინი პროფესიონალი ტრენერებისგან მიიღებენ ინფორმაციას სხვადასხვა თემატიკაზე, რათა მომავალში თავად შეძლონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობა, თემის საჭიროებების კვლევა, ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე არსებული პრობლემების დაყენება, აქტუალიზაცია და ადვოკატირება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სათემო ინიციატივების შედგენა და თანამშრომლობა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან, საკრებულოსთან არსებულ გენდერის საბჭოსთან, საკრებულოს ქალ დეპუტატებთან, ქალთა ოთახის წარმომადგენლებთან და მერიის გენდერსპეციალისტთან.

ახალგაზრდები გაეცნობიან მოქალაქეთა აქტიურობის, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების ზოგად პრინციპებს და პრაქტიკაში გამოყენების მექანიზმებს. მოისმენენ ტრენინგს, როგორ გავხდეთ აქტიური მოქალაქეები ანუ მოქალაქე ჟურნალისტები, რა არის სოციალური მედია და სამოქალაქო აქტივიზმი, გაეცნობიან ახალი მედიის მუშაობის მეთოდებს, როგორ იქმნება მულტიმედიური და ინტერაქტიული ინტერნეტ-პროდუქტი.
გარდა ტრენინგებისა, პროექტი ითვალისწინებს წარმატებული ქალების მოწვევა გენდერმედიაცენტრში და მათი ისტორიების მოსმენას და გამოცდილების გაზიარებას.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ქართული ეთნოსი ძალიან სწრაფად
მცირდება. გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის ქართველები თავიანთ
სამშობლოში ეთნიკურ უმცირესობაში აღმოჩნდებიან.
16:03 / 06.05.2024
ქართული ეთნოსი ძალიან სწრაფად მცირდება. გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის ქართველები თავიანთ სამშობლოში ეთნიკურ უმცირესობაში აღმოჩნდებიან.
აღ­დგო­მის მე­ო­რე დღე,
ორ­შა­ბა­თი, საფ­ლავ­თა კურ­თხე­ვის დღეა. ბრწყინვალე შვიდეულის
პირველ დღეს
06:00 / 06.05.2024
აღ­დგო­მის მე­ო­რე დღე, ორ­შა­ბა­თი, საფ­ლავ­თა კურ­თხე­ვის დღეა. ბრწყინვალე შვიდეულის პირველ დღეს
3 მაისი პრესის თავისუფლების
საერთაშორისო დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით
14:31 / 03.05.2024
3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა
14:21 / 03.05.2024
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა
სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები
სამ ახალგაზრდას ეძებენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურში ადასტურებენ.
11:32 / 03.05.2024
სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები სამ ახალგაზრდას ეძებენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.