ახალი ამბები
ბორჯომში ავარიას მეთორმეტეკლასელი ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს ბორჯომში მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომანქანა მდინარე მტკვარში გადავარდა, რასაც მეთორმეტეკლასელის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა დაახლოებით 15:00 საათისთვის სოფელ ლარებთან მოხდა. ავტომანქანაში ოთხი მგზავრი იმყოფებოდა. ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბორჯომის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეა. მას დღეს "ბოლო ზარი" ჰქონდა.

სამი დაშავებული კი "ჯეო-ჰოსპიტალის ბორჯომის  სამედიცინო ცენტრში" გადაიყვანეს. სამედიცინო ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს მოტეხილობები აღენიშნება. ირაკლი დიასამიძის განცხადებით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


Print