ახალი ამბები
სოფელ დვირში მდინარემ სამანქანო გზას მიწა გამოაცალა
გადაუღებელი წვიმების გამო სოფელ დვირში მდინარის ადიდებამ ეროზიული პროცესები გააქტიურა.
სამანქანო გზის ნაწილს მიწა გამოეცალა.

მერის წამომადგენელი დვირის ადმინისტრაციულ ერთეულში, გურამ მაისურაძე ამბობს, რომ პროცესი გუშინ შენიშნეს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დროებითი გამაგრებითი სამუშაოები.



ამ დროისათვის გზაზე გადაადგილება თავისუფალია.



აღნიშნული გზა ოთხ სოფელს: დვირს, ტაძრის, საკირეს და დგვარს აკავშირებს ცენტრალურ მაგისტრალთან.

Print