ახალი ამბები
,,ჯერ-ჯერობით ახალ უბანთან დამაკავშირებელი გზა არ გადაიკეტება“-ბორჯომის მერი
ახალი უბნის ქალაქის ცენტრთან დამაკავშირებელი სამანქანო გზის მონაკვეთი კიდევ უფრო დაზიანდა. დღე-ღამის განმავლობაში ნაპრალები გარმავდა და საშიშროებამ იმატა. ამ დრომდე, აღნიშნულ მონაკვეთზე მხოლოდ გამაფრთხილებელი ნიშნებია განთავსებული და სამანქანო გზის მონაკვეთია დავიწროვებული. ტერიტორია ლენტით არის შემოსაზღვრული. დღეს ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ბორჯომის მერის განცხადებით, ამ ეტაპზე გზის დაკეტვის საჭიროება არ დგას. მისი თქმით ელოდებიან წყლის დონის დაწევას, რომ პრობლემა საფუძვლიანად შეისწავლონ და სამუშაოები დაგეგმონ. მოსახლეობა კი შიშობს, რომ ამინდის გაუარესებასთან ერთად შესაძლოა სიტუაცია უფრო დამძიმდეს.
Print