ახალი ამბები
მოსახლეობა შიშობს რომ ახალი უბნის ცენტრთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა შესაძლოა ჩაინგრეს
ახალი უბნის ქალაქის ცენტრთან დამაკავშირებელ სამანქანო გზაზე ნაპრალების სისქემ დღეს კიდევ უფრო მოიმატა. მძღოლებს გადაადგილებისას სიფრთხილის გამოჩენა მოუწევთ. რამდენიმე დღიანი წვიმის შედეგად, მდინარის დონემ მოიმატა, გზა კი უფრო დაზიანდა. მოსახლეობა შიშობს, რომ გზის ეს ნაწილი შესაძლოა მთლიანად ჩაინგრეს და აღნიშნული დასახლება სამანქანო გზის გარეშე დარჩეს.








გზის ამ ნაწილზე განთავსებულია ბარიერები და მანიშნებელი საგზაო ნიშანი. ტერიტორია ლენტით არის შემოსაზღვრული. კიდევ უფრო მოიმატებს თუ არა ნაპრალების სისქე, ამინდზეა დამოკიდებული.

ტელეკომპანია "ბორჯომის" გადამღები ჯგუფი ადგილზე მუშაობს და თემის დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.









Print