ახალი ამბები
ყველა ნაბიჯი გადაიდგმება იმისთვის, რომ კომპანია „ბორჯომმა“ საქმიანობა და პროდუქციის წარმოება გააგრძელოს-ფინანსთა მინისტრი
ყველა ნაბიჯი გადაიდგმება იმისთვის, რომ კომპანია „ბორჯომმა“ პროდუქციის წარმოება გააგრძელოს. განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. ლაშა ხუციშვილის განცხადებით:


„პირები, რომლებიც სანქცირებულები არიან, მათი აქტივები იყინება. ამ შემთხვევაში, „ბორჯომს“ ნამდვილად დაუდგა პრობლემა გამომდინარე იქიდან, რომ მისი დამფუძნებლების გარკვეული ნაწილი სანქცირებულთა სიაშია, რამაც ბუნებრივია, შესაბამისი ასახვა პოვა მის საოპერაციო საქმიანობაზე, შეზღუდული აქვს საოპერაციო საქმიანობა. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება იმისთვის, რომ ქართულმა კომპანიამ თავისუფლად გააგრძელოს ოპერირება. ყველა ნაბიჯი გადაიდგმება იმისთვის, რომ კომპანია „ბორჯომმა“ საქმიანობა და პროდუქციის წარმოება გააგრძელოს. ძალიან ბევრი ადამიანი არის ამ კომპანიაში დასაქმებული პირდაპირ თუ არაპირდაპირ, სხვადასხვა კომპანიის გავლით და შესაბამისად, ეს პროცესი მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ამ გადაწყვეტილებებზე ბუნებრივია, ახლა ვერ ვისაუბრებთ, თუმცა, მოლოდინი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელი იქნება, ეს ინფორმაციაც საჯარო გახდეს“
,- განაცხადა ხუციშვილმა.




Print