ბორჯომის ორივე ქარხანაში დროებით უმუშევარი დარჩა 1000-ზე მეტი თანამშრომელი
15:37 / 29.04.2022
სანქციების გამო, დღეიდან, ბორჯომის
წყლის წარმოება დროებით შეწყდა. გაჩერებულია ორივე ჩამომსხმელი
ქარხანა.ქარხნებში, საერთო ჯამში დროებით
უმუშევარი დარჩა 1000-ზე მეტი თანამშრომელი. ისინი კამერებთან ღიად
საუბრისგან თავს იკავებენ. მათი ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების
შემდეგ, ბორჯომის წყლის წარმოება და ექსპორტი საგრძნობლად იყო
შემცირებული.