63 წლის მერაბ მელიქიძე ერთადერთია ბორჯომში ვინც საათებს აკეთებს.
ქალაქის ცენტრში პატარა ჯიხურში მუშაობს.
ჯიხურის ფართობი 2 კვადრატული მეტრია, თუმცა აქ თავისუფლად თავსდება
თვითონ და მისი სხვადასხვა დიზაინის, ფორმის, ზომის და ფირმის
საათები.
საათებით და მათი შეკეთებით მერვე კლასიდან დაინტერესდა და ეს
ინტერესი მალე პროფესიად აქცია.
წლებია ამ საქმეს დიდი სიყვარულით აკეთებს, ამბობს რომ ცოტა თვალს
დააკლდა და უამრავ პატარა დეტალთან გამკლავება დიდი ზომის სათვალით
უწევს, თუმცა ეს არ აშინებს და მუშაობას გულმოდგინედ აგრძელებს.