ამინდი
11-13 აპრილი - მოსალოდნელი ამინდი სამცხე-ჯავახეთში
11-13 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი იქნება.

თბილისში 11 აპრილს მცირე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 12-13 აპრილს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.
Print