გარემოს დაცვა
რატომ მოიჭრა ხეები ბორჯომის ცენტრში
ბორჯომის ცენტრში ხეების მოჭრის საკითხი დღეს სოციალურ ქსელში, ინტერნეტმომხმარებლების განხილვის საგანი გახდა. ამის შესახებ, ტელეკომპანია "ბორჯომსაც" მიმართეს. ცნობისთვის, სამი ხე მოიჭრა ბორჯომში, სილამაზის ხიდის მიმდებარედ, 9 აპრილის ქუჩაზე.

"ასწლოვანი ხეების ასე განადგურება არის დანაშაული, ვანდალიზმი. ბორჯომის სილამაზე და სიმბოლოა ნაძვის ხეები. ვერ ვარ მშვიდად ამ სიბოროტეს რომ ვუყურებ, გთხოვთ შეაჩერეთ" - ასე მიმართა ინტერნეტმომხმარებელმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას, საკრებულოს და ქალაქის მაღალჩინოსნებს.

აღნიშნული საკითხის გარკვევის მიზნით, ტელეკომპანია "ბორჯომი", საკრებულოს თავმჯდომარეს დაუკავშირდა. დავით ზაალიშვილის თქმით, ტერიტორიაზე სულ 7 ხე იყო, აქედან 3 ხმელი ხე მოიჭრა. ზაალიშვილის განმარტებით, ხეების მოჭრის თხოვნით მათ ადგილობრივმა მოსახლეობამაც მიმართა.

"სამი ხმელი ხე იყო, რომელიც საფრთხეს ქმნიდა. ქარის დროს შეიძლება მოტეხილიყო და ვინმე დაშავებულიყო, ამიტომ, ხმელი ტოტები შევაჭერით. გარდა ამისა, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ მოგვმართა, რომ მოგვეჭრა ეს ხეები. ხის ტოტები მათ სახლებს, სახლის სახურავებს უზიანებდა. იმსჯელა შესაბამისმა კომისიამ და 7 ხიდან მოიჭრა 3 ხმელი ხე" - განაცხადა დავით ზაალიშვილმა.

დავით ზაალიშვილი ინტერნეტსივრცეში, ხეების მოჭრასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებსაც გამოეხმაურა.

"ისიც თქვეს, ხეების გადაბელვა რატომ არ მოხდაო. ნაძვის და სოჭის გადაბელვა ვის გაუგია? ეს ხმელი ტოტები რომ არ მოგვეჭრა და ქარის დროს მოტეხილიყო, ვინმეს დასცემოდა, მერე იტყოდნენ, რას აკეთებეს მუნიციპალიტეტიო, რატომ არ მიიღო მანამდე ზომებიო" - დავით ზაალიშვილი.

კითხვაზე, სად მიდის მოჭრილი ხეები? - საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, მოჭრილი ხეების გაცემა ხდება სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებზე.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
დაცული ტერიტორიების სააგენტოს
ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურისგან ბორჯომ-ხარაგაულის
ეროვნული პარკის ხანძრის მართვის გეგმა გადაეცა.
09:57 / 27.04.2024
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურისგან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხანძრის მართვის გეგმა გადაეცა.
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს.
13:19 / 23.04.2024
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა
წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებაზე,
ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი გაამკაცრა.
13:40 / 20.12.2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი გაამკაცრა.
წინასაახალწლოდ გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი
მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს
ამკაცრებენ.
10:46 / 18.12.2023
წინასაახალწლოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
მუშაობის ეფექტიანობის ამაღლებისა და შემაკავებელი ეფექტის შექმნის
მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არაერთი ცვლილება
შევიდა და რიგ გარემოსდაცვით სამართალდარღვევაზე სანქციები
გამკაცრდა.
10:14 / 07.12.2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მუშაობის ეფექტიანობის ამაღლებისა და შემაკავებელი ეფექტის შექმნის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არაერთი ცვლილება შევიდა და რიგ გარემოსდაცვით სამართალდარღვევაზე სანქციები გამკაცრდა.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.