Error
არჩევნები 2021
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ბორჯომის მერობის კანდიდატი დაასახელა
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ბორჯომის მერობის კანდიდატი დღეს ოფიციალურად დაასახელა. 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, მერის სავარძლის დასაკავებლად ბორჯომში გივი ჯოლბორდი იბრძოლებს.

"იგი დაიბადა და გაიზარდა ბორჯომში, მისი სამუშაო გამოცდილება ეკონომიკასა და სამართალში უმნიშვნელოვანესია ბორჯომის განვითარებისთვის"
- ასე წარადგინა გივი ჯოლბორდი, პარტიის ლიდერმა ნიკა მელიამ.

"ნაციონალურმა მოძრაობამ მერობის კანდიდატები სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში უკვე დაასახელა.

ახალქალაქში მელიქ რაისიანი
ნინოწმინდაში ავაკ ბდოიანი
ასპინძაში გიორგი გიორგაძე
ადიგენში მარეხ დათიაშვილი
ახალციხეში დავით ბალიაშვილი

Print