Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [8]: Error occurs when save image "/home/borjomi/public_html/pictures/1". __LINE__
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [8]: Error occurs when save image "/home/borjomi/public_html/pictures/1". __LINE__
არჩვნები 2020
ჩვენ ველოდებით შეთავაზებებზე „ქართული ოცნების“ პასუხს - ალეკო ელისაშვილი
"დღეს არის წინ გადადგმული პატარა, ფრთხილი ნაბიჯი, რომ რაღაც საერთო შეთანხმებამდე მივიდეთ”, - განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ფასილიტატორებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია დღეს ელჩებთან კონკრეტული და შეჯერებული პოზიციით მივიდა.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ არ ვილაპარაკოთ დეტალებზე. მართლა ვიტანჯები მეც, ვიცი, რომ თქვენც იტანჯებით, მაგრამ გვაქვს სიტყვა ნათქვამი, რომ ამაზე ღიად ვერ ვილაპარაკებთ. ძალიან კონკრეტული, შეჯერებული პოზიციით მოვედით, კონკრეტული წინადადებით, რასაც ელჩები გააცნობენ „ქართულ ოცნებას“. სულ რომ ჯვარს მაცვათ, დეტალებს ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ სიტყვა გვაქვს ნათქვამი. ჩვენ ველოდებით შეთავაზებებზე „ქართული ოცნების“ პასუხს პრესკონფერენციებით კი არა, იმ ფორმატით, რა ფორმატშიც მიდის ჩვენი ურთიერთობა. „ქართული ონებისგან“ კომპრომისს და დათმობას რომ არ ველოდეთ მოლაპარაკების პროცესში, არც ჩვენ ვართ პატარა ბავშვები, რომ გვეწვალა და არც ჩვენი ელჩები არიან პატარა ბავშვები, რომ ვაწვალებდეთ. უზარმაზარ შრომას ეწევიან, უზარმაზარი დრო და რესურსი აქვთ გამოყოფილი იმისთვის, რომ ნელ-ნელა მიდიოდეს ეს პოროცესი წინ. რა თქმა უნდა, ორივენი ვართ გაჯიუტებული, ცალკე ოპოზიცია და ცალკე „ქართული ოცნება“ და ელჩები ცდილობენ, რომ ცალკე რაღაც ნაბიჯები გადაგვადგმევინონ“, - განაცხადა ელისაშვილმა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.