არჩვნები 2020
ცესკოს სხდომა, სადაც არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი უნდა მიიღონ, ოპოზიციამ დატოვა
ცესკოს სხდომა, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელ ოქმი უნდა მიიღონ, "ნაცმოძრაობის" წევრმა დავით კირთაძემ და, "ევროპული საქართველოს" წევრემა დავით გურგენიძემ, პროტესტის ნიშნად დატოვეს. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელმა, ხათუნა სხირტლაძემ.

ისინი აღნიშნავენ, რომ 2020 წლის არჩევნებზე მნიშვნელოვანი დარღვევები იყო, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებშიც აისახა.

"ამ არჩევნებზე ცესკო მოქმედებდა ისე, როგორც ერთ-ერთი სტრუქტურული დანაყოფი იმ პარტიისა, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს, ეს არის "ქართული ოცნება". ასევე მინდა აღვნიშნო, რომ შუალედური არჩევნები ავტორიტეტულმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა მკაცრად შეაფასეს. ის ჩემთვის ძალიან გულსატკენ შეფასებებს მოიცავს. 13 წელია ცესკო-ს წევრი ვარ და არასდროს ასეთი მკაცრი შეფასება, არცერთ არჩევნებზე არ მომისმენია",- განაცხადა დავით გურგენიძემ.

Print