არჩვნები 2020
მესამე რაუნდის გამართვა აბსოლუტურად არის დამოკიდებულები ხელისუფლების ადეკვატურობაზე- ნინო ბურჯანაძე
გაიმართება თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ეს "ქართული ოცნების" ადეკვატურ ქმედებებსა და კონკრეტულ წინადადებებზეა დამოკიდებული.
აცხადებს "ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე როგორც მან აღნიშნა, არანაირ მოლაპარაკებას აზრი არ ექნება, თუ ხელისუფლება ოპოზიციას სერიოზულ წინადადებას არ შესთავაზებს.

"მესამე რაუნდის გამართვა აბსოლუტურად არის დამოკიდებულები ხელისუფლების ადეკვატურობაზე, იმიტომ, რომ ბუნებრივია, მოცლილი არც ჩვენი მეგობარი ელჩები არ არიან, ჩვენც რაუნდი-რაუნისთვის არ გვჭირდება. მთავარია, რომ მოლაპარაკებებს გარკვეული შედეგი მოყვეს. ჩვენი მხრიდან ნათლად არის ნათქვამი, რა არის პირობები - ეს არის ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისია, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რაც მთავარია, ხელახალი ან ვადამდელი არჩევნები. ვადამდელი არჩევნები სერიოზული კომპრომისია ჩვენი მხრიდან, იმიტომ, რომ ეს პარლამენტი ნამდვილად არალეგიტიმურად არის არჩეული. ახლა ხელისუფლებამ უნდა მოიტანოს კონკრეტული წინადადადება, თან სერიოზული. როცა ხელისუფლება ლაპარაკობდა გადათვლაზე, მან გადათვლის კარები თავადვე ჩაკეტა ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმით, რომელიც უკანონოდ და დროზე ადრე მიიღო, ასევე სასამართლოების გადაწყვეტილებით, რომელმაც ყველა ოპოზიციურ პარტიას გაერთიანებული სარჩელის განხილვაზე უარი უთხრა.
თუ წინადადებას მოიტანენ, კეთილი ინებონ და ამ წინადადებას სერიოზული სახე ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არანაირ რაუნდს აზრი არ ექნება", - განაცხადა ბურჯანაძემ.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ორჯერ უკვე გაიმართა, თუმცა შეხვედრებს კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია. ჯერჯერობით, მხარეები დათმობას არ აპირებენ, ოპოზიცია კი ბოიკოტს აგრძელებს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.

Print