გარემოს დაცვა
"განათლება მდგრადი განვითარებისთვის" - ხვალ დოკუმენტს განიხილავენ
პირველი სამუშაო შეხვედრა ხვალ, 15 თებერვალს, 15:00 საათზე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაიმართება.

საქართველოში "გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის" დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება - GIძ-ის მხარდაჭერით, მუშაობა დაიწყო დოკუმენტზე - ,,განათლება მდგრადი განვითარებისათვის - სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2018-2022 წწ.
სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მნიშვნელოვანი დოკუმენტია და განსაზღვრავს "განათლება მდგრადი განვითარებისათვის" დანერგვის ხელშეწყობისათვის ძირითად საჭიროებებსა და მიმართულებებს, შესაბამისად, აუცილებელია აღნიშნული დოკუმენტის განახლება და შესაბამისი მიმართულებებისა და შესასრულებელი საქმიანობებისთვის გონივრული ვადის განსაზღვრა.
დოკუმენტის - ,,განათლება მდგრადი განვითარებისათვის: სტრატეგია და სამოქმედო გეგმა (2018-2022წწ)" შემუშავება დაგეგმილია 2017 წლის ივნისამდე.

შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოში გარემოსდაცვითი განათლების კუთხით არსებული მდგომარეობის ანალიზი და საჭიროებები, ასევე განათლება მდგრადი განვითარებისათვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (2018-2022 წწ) შემუშავების სამომავლო ხედვა და საქართველოში "განათლება მდგრადი განვითარებისათვის" დანერგვის ხელშემწყობი გზები.

Print