ბაკურიანელი სპორტსმენები იასონ აბრამაშვილი და გიორგი სოღონიანი ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებენ
საქართველოს, კორეის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სამთო-სათხილამურო სპორტში იასონ აბრამაშვილი, საციგაო სპორტში კი გიორგი სოღონიანი წარადგენენ .დღეს, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კორეაში დაგეგმილ ოლიმპიადას გამოეხმაურა და 4 ქართველ სპორტსმენს - სამთო-სათხილამურო სპორტში ნინო წიკლაურს, იასონ აბრამაშვილს, საციგაო სპორტში - გიორგი სოღონიანსა და ფიგურულ ციგურაობაში მორის ყვითელაშვილს წარმატებები უსურვა.
ზამთრის ილიმპიადა სამხრეთ კორეაში 2018 წლის 9-დან 25 თებერვლამდე გაიმართება.დღეს ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ღონისძიება იგეგმება.

Print