ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების ჩემპიონი ირმა ხეცურიანი გახდა
იტალიის ქალაქ პიზაში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა, ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების ჩემპიონი ირმა ხეცურიანი გახდა.

ხეცურიანმა რაპირაში მოპოვებულ ბრინჯაოს, ხმალში ოქროს მედალიც მიამატა და სამშობლოში ორი მედლით ბრუნდება. ქართველმა პარასპორტსმენმა ფინალში გერმანელი მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 15:4 დაამარცხა.

ეს ირმა ხეცურიანის მეხუთე ოქროა კარიერაში. აღსანიშნავია, რომ რაპირით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრების კიდევ ერთი წევრი - ნინი თიბილაშვილიც.

Print