აღიარებისა და დაფინანსების საბჭომ სპორტულ ორგანიზაციებს 2017 წლის ბიუჯეტი განუსაზღვრა
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის ხელმძღვანელობით სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს სპორტული ორგანიზაციების 2017 წლის ბიუჯეტი. 73 აღიარებული ორგანიზაციიდან, დაფინანსება 60-მდე ფედერაციამ მოიპოვა. შეხვედრაზე ისაუბრეს სპორტული ორგანიზაციების საქმიანობის მონიტორინგზე, სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე, პრიორიტეტულ მიმართულებებზე. საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ - მინისტრის მოადგილეები აკაკი ლოდია და შალვა გოგოლაძე, ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი და საბჭოს სხვა წევრები.

ტარიელ ხეჩიკაშვილი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი): "კონსტრუქციული და საქმიანი შეხვედრა შედგა, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. საინტერესო იყო როგორც საბჭოს ახალი, ასევე ძველი გამოცდილი წევრების მოსაზრებები, რომლებმაც დიდი გამოცდილება დაუგროვდათ ქართულ სპორტში მუშაობის. ამ საბჭოს ფორმატით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მივიღებთ არამარტო დაფინანსების თვალსაზირისით, არამედ ზოგადად სპორტის განვითარების კუთხით. შევთანხმდით, რომ გარდა სახელმწიფოს დაფინანსებისა ყველა ფედერაციაში არის იმის რესურსი რომ კერძო ინვესტიციაც მოიზიდონ - სპონსორების, ასევე ერთობლივი შეკრებების კუთხით. ჩვენი მთავარი მიზანი პროფესიული სპორტის განვითარებასთან ერთად მასობირივ სპორტის ხელშეწყობაა. პრიორიტეტული მიმართულებაა სპორტული ტურიზმი და საერთაშორისო ტურნირების მიღება, ეს საბჭო ამ საკითხებზეც აქტიურად იმუშავებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყანა ამ მიმართულებით რეგიონის ლიდერი გახდეს".

მიხეილ ყაველაშვილი (პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე):" პირველად დავესწარი ამ საბჭოს სხდომას. აუცილებელია და ძალიან მნიშვნელოვანი ის კომუნიკაცია, რომელიც ამ საბჭოს ფორმატში მიმდინარეობს. სამინისტრომ აქტიურად იმუშავა დაფინასების საკითხზე, მათ ჰქონდათ მუდმივი კონტაქტი ფედერაციებთან, ზოგიერთს გაეზარდა დაფინანსება, ზოგს იგივე დარჩა და ზოგს შეუმცირდა, იმ კრიტერიუმებიდან გამომდინარე, რომელიც დაფინანსების წესს განსაზღვრავს. ვისაუბრეთ ფედერაციების საქმიანობის მონიტორინგის შესახებ, იმ საკვანძო საკითხებზე, რომელიც ქართული სპორტის განვითარებას წაადგება".

ელგუჯა ბერიშვილი (ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე პრეზიდენტი):" მნიშვნელოვანი შეხვდრა გამოვიდა, განსაკუთრებით ფედერაციებისთვის, რომელბიც ელოდებიან საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებებს. ბუნებრივია ყველას აქვს ინტერესი განავითაროს თავისი სპორტის სახეობა. თუმცა, ამ შემთხვევაში საბჭო მოწოდებულია იმისთვის, რომ ობიექტურად მიიღოს საბოლოო დოკუმენტი იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ გვაქვს დებულების სახით გაწერილი. გვქონდა საუბარი, პოლემიკა, აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა შევჯერდით ძირითად კრიტერიუმებზე, რომელიც ჩემი აზრით მისაღები იქნება ჩვენი სპორტული ორგანიზაციებისთვის".

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.