ბარსელონას დასამარცხებლად ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ - ედისონ კავანი

პარისენჟერმენის თავდამსხმელმა ედისონ კავანიმ კატალონიის ,,ბარსელონასთან" გასამართ შეხვედრასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.


,,ჩვენ ვითამაშებთ ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგესთან , მაგრამ ორიენტირებულები ვართ საქმეზე. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. გამარჯვება კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ჩვენს მიზანთან. ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოდ , რომ გავიმარჯვოთ. ეს წელი ცვლილებების წელია და ეს ყველას გვესმის. როცა ხდება ცვლილებები, საჭიროა დრო ადაპტაციისთვის. გვინდა გავაგრძელოთ გზა მიზნისკენ, მატჩიდან-მატჩამდე. ჩვენ კარგი გუნდი ვართ, რომელმაც დამსახურებულად მოიპოვა ის ადგილი, სადაც ახლა ვიმყოფებით. შეხვედრა სუარესთან? ჩვენ დავიბადეთ ერთ ქალაქში, მაგრამ ავირჩიეთ განსხვავებული გზები. მან დატოვა ქალაქი, როცა პატარა იყო, ხოლო მე იქ გავიზრდე მონტევიდეოში, ჩვენ ვთამაშობდით სხვადასხვა კლუბებში და პირველად ურუგვაის ნაკრებში შევხვდით ერთმანეთს.

ნაკრები-ნამდვილი ოჯახია, აქ გვაკავშირებს საერთო კარგი მოგონებები, ასევე გვაქვს მძიმე მოგონებებიც, მაგრამ მაინც ვრჩებით ერთსულოვნები. მე ვესაუბრე სუარესს და ორივეს გვახარებს ჩვენი ქვეყნის და ქალაქის მსოფლიოსათვის საუკეთესოდ ჩვენება".

პსჟ-ბარსელონას შეხვედრა შედგება სამშაბათს 14 თებერვალს 23:45 წუთზე

 




Print