სოციალური ვიდეო
ინფრასტრუქტურული სამუშაოები სოფელ ტიმოთესუბანში (R)
სოფელ ტიმოთესუბანში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. სოფლის შვიდ ქუჩაზე ასფალტისა და ბეტონის საფარი იგება. კეთდება საყრდენი კედლები.
ასევე მიმდინარეობს სკვერის მოწყობის სამუშაოებიც. ადგილობრივები სოფლის ცენტრში დასვენებას და გართობას რამდენიმე დღეში შეძლებენ. განახლებული და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა სოფელში უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს.


Print