"ფორუმი" - ახალდაბაში
დაბა ახალდაბაში ადგილობრივების და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა 28 სექტემბერს შედგა. ახალდაბელების ნაწილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები უყურადღებობაში დაადანაშაულა. დაბის მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ ბორჯომის თვითმმართველობასთან მსგავსი შეხვედრა არჩევნების შემდეგ არ ჰქონიათ და არც ხელისუფლების პირველ პირებს იცნობდნენ.

შეხვედრები ბორჯომის სოფლებში პროექტის „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის" ფარგლებში იმართება, რაც ხელს უწყობს დიალოგს ადგილობრივ მოსახლეობასა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის.




ბორჯომის ერთ-ერთ ყველაზე დიდი დაბაში სასმელი წყლის პრობლემა აქვთ, ადგილობრივები უხარისხო და სასმელად უვარგის წყალს უჩივიან. ისინი ონკანებიდან წამოსულ წყალს დასალევად ვერ იყენებენ. ეს მაშინ როდესაც მუნიციპალური განვითარების ფონდმა სათავე ნაგებობის სრული რეაბილიტაცია განახორციელა, საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ სოფლის შიდა ქსელმა, რომელიც არ შეცვლილა და მოძველებულია ვერ გაუძლო დიდი წნევით წამოსულ წყალს და რამდენიმე ადგილზე გასკდა.

სოფლის კლუბში შეკრებილმა დაბის მცხოვრებლებმაც მერის მოადგილეს და საკრებულოს თავმჯდომარეს პირველ რიგში სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრა მოთხოვეს.




პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

გადაცემის ბმული სომხურ ენაზე   https://www.youtube.com/watch?v=3a9_f8PpVGA&t=347s

Print