PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [8]: Error occurs when save image "/home/borjomi/public_html/pictures/1".
__LINE__
PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [8]: Error occurs when save image "/home/borjomi/public_html/pictures/1".
__LINE__
"ფორუმი" კორტანეთში
14:13 / 07.05.2018
"ფორუმი" ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფ. კორტანეთში ჩაიწერა.
შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის შედგა.
სოფლის კლუბში მოწყობილ
სტუდიაში, ბორჯომის მერმა, მერის მოადგილემ, "ბორჯომის დასუფთავების"
ხელმძღვანელმა და მერის წარმომადგენელმა ადგილობრივების კითხვებს
უპასუხეს.
სოფელში მცხოვრებლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას მოსაწესრიგებელი
გზები წარმოადგენს, სოფლის ნაწილში შიდა გზები მოასფალტებულია, ნაწილი
კი ატალახებული და მისახედია.ამაზე სოფელში ერთხმად საუბრობენ და
გზების მოწესრიგებას ითხოვენ.
გარდა გზების მოწესრიგებისა კორტანეთში სასაფლაოს შემოღობვას, ნაგვის
ურნების დადგმას და ე.წ პატარა კორტანეთში ბუნებრივი აირის შეყვანას
ითხოვენ.