გარემოს დაცვა
ბორჯომსა და ადიგენში უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში, არდაგანში და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ შოყაში, მოქალაქეებს - ჯ.გ-ს, მ.ს-ს და გ.ს-ს შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე გადაჰქონდათ უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე​.
აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შესაბამისი აქტები.
Print