ახალი ამბები
ერთი გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული ბორჯომში (კადრები შემთხვევის ადგილიდან)
პლატოზე მომხდარი შემთხვევის შედეგად, საავადმყოფოში ერთი ქალი გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ. დაშავებულები არიან ბავშვებიც. ყველა დაშავებული ამ დროისთვის ბორჯომის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული. სავარაუდოდ არაბი ტურისტები ერთი ოჯახის წევრები არიან და ბორჯომში ისვენებდნენ. კვადროციკლს ადგილობრივი მართავდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შეგახსენებთ, ბორჯომში, პლატოს ტყიდან გოგირდის აბანოებამდე მიმავალ გზაზე ტურისტები კვადროციკლით დაშავდნენ. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ეს ტურისტები არაბები არიან.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.