ტურიზმი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებულია
საქართველოში, ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაში - Welcome to Georgia! ბორჯომ-ხარაგაულისა და თუშეთის ეროვნულმა პარკებმა ტიტული „ყველაზე მრავალფეროვანი დაცული ტერიტორია“ მოიპოვეს. წელს, ჯილდოს მისაღებად, კონკურსში 11 დაცული ტერიტორია იყო ჩართული. ონლაინ ხმის მიცემის შედეგად, გამოვლინდნენ ფინალისტები: კოლხეთის, ვაშლოვანის, მტირალას, მარტვილისა და ლაგოდეხის ეროვნული პარკები.

გამარჯვებულები საერთაშორისო და ქართველი პროფესიონალებისგან შემდგარმა ჟიურიმ დაასახელა.
როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბესიკ კუსიდიმ აღნიშნა, ისეთი მნიშვნელოვანი კონკურსები, როგორიც ტურიზმის ეროვნული დაჯილდოებაა, ხელს უწყობს ეკოტურიზმის პოპულარიზაციას.

“ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების დამფუძნებლის განცხადებით, წელს, პირველად, კონკურსი სახეცვლილი ფორმატით ჩატარდა და მისი მიზანი იყო მოტივაციის ამაღლება. სწორედ ამიტომ დასახელდა ორი გამარჯვებული, რაც ხელს შეუწყობს ამ უნიკალური ეროვნული პარკების ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდას. Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში არსებული ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაა, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ტარდება. ღონისძიებამ წარმატებით დაიმკვიდრა თავი, როგორც უნიკალურმა პლატფორმამ ქვეყნის ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის განვითარებაში”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.