ბიზნესი მდგრადობისთვის
ევროკავშირის მხარდაჭერით, „პრო ბონო მარათონი 2024“-ის ფარგლებში, კერძო სექტორი საზოგადოებრივი სიკეთის შექმნაში ჩაერთო
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, სასტუმროში „ჯინჯერი“, „საქართველოს პრო ბონო ქსელისა“ და მათი პარტნიორების რიგით მეხუთე პრო ბონო მარათონი გაიმართა.

წლევანდელი მარათონის ფარგლებში, 10 კომპანიის 29-მა პრო ბონო კონსულტანტმა, საზოგადოების სასიკეთოდ მომუშავე 7 ორგანიზაციისთვის საკომუნიკაციო კამპანია მოამზადა, რომელიც მათ დაეხმარება უფრო ეფექტიანად განახორციელონ საკუთარი საქმიანობა და საზოგადოების კიდევ უფრო მეტ ნაწილს გაუზიარონ ინფორმაცია საკუთარი პროექტებისა თუ ორგანიზაციის შესახებ. მარათონში მონაწილეობენ შემდეგი კომპანიები: გლობალური კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია „ეისითი“; სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგი“; „საქართველოს ბანკი“; „კრედო ბანკი“; „ფაშა ბანკი“; „ემბისი“; „ჰოთსეილი“; “თეგეტა ჰოლდინგი”; „რემაინდერი“ „თინარტი“, რომლებმაც პრო ბონო მხარდაჭერა გაუწიეს შემდეგ სამოქალაქო ორგანიზაციებს: „პოტერია“; „კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი“; „თანადგომა“; „ეთნოდიზაინი“; „ჩუ“; „ტექ გოგო“; „ბაბალე“. მარათონს წინ უძღოდა რამდენიმეკვირიანი მოსამზადებელი სამუშაო პროცესი, როდესაც პრო ბონო კონსულტანტები და სამოქალაქო ორგანიზაციები ერთობლივად ათანხმებდნენ საკომუნიკაციო კამპანიის დეტალებს.

10-საათიანი მარათონის ფარგლებში მომზადდა სტრატეგიის საბოლოო პრეზენტაცია.









საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) პრობონო ექსპერტმა ნათია მეტრეველმა აღნიშნა:

“პრო ბონო სერვისები სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, მიიღონ ექსპერტული მხარდაჭერა მათთვის მნიშვნელოვანი მიმართულებებით. როგორც წესი, სამოქალაქო ორგანიზაციების ფინანსური და ადამიანური რესურსები შეზღუდულია, შესაბამისად კერძო სექტორის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (СSR) ფარგლებში გაწეული აღნიშნული დახმარება, მნიშვნელოვნად აძლიერებს სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობას. ეს არის მდგრადი და მაღალი სოციალური გავლენის მქონე მხარდაჭერა და ძალიან გვიხარია, რომ "პრო ბონო ქსელი საქართველოს" ფარგლებში, მსგავსი აქტივობები რეგულარულად ხორციელდება".


„საქართველოს პრო ბონო ქსელის“ შესახებ: "საქართველოს პრო ბონო ქსელი" წარმოადგენს საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი პროფესიული რესურსების პრო ბონოდ (უსასყიდლოდ) გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ.

"საქართველოს პრობონო ქსელი" ოფიციალურად დაარსდა 2015 წლის ოქტომბერში "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" (CSRDG) ინიციატივით, ფონდ MitOst e.V., ფონდ BMW Herbert Quandt-ისა და ფონდ Taproot-ის თანადგომით.











ევროკავშირის შესახებ: 30 წელზე მეტია ევროკავშირს მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებს საქართველოსთან და ეხმარება მას ცოდნის და გამოცდილების გაზიარებაში, ექსპერტიზაში, ინოვაციებში და უწევს ფინანსურ დახმარებას. ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს, როგორებიცაა მშვიდობა, თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა. შეიტყეთ მეტი ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ საქართველოში - https://eu4georgia.eu/the-european-union-in-georgia/


პროექტის შესახებ: მარათონი გაიმართა პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.