მხიარული სტარტები სასპორტო სკოლაში
მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ბორჯომის სასპორტო სკოლამ მხიარულ სტარტებს უმასპინძლა.

ბორჯომის საჯარო სკოლების მეორე კლასელები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში შეეჯიბრნენ. გამარჯვება პირველი საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
Print