შემთხვევა
ბორჯომში კვადროციკლზე მჯდომი ტურისტები დაშავდნენ
ბორჯომში, პლატოს ტყიდან გოგირდის აბანოებამდე მიმავალ გზაზე ტურისტები კვადროციკლებით დაშავდნენ. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ეს ტურისტები არაბები არიან. ისინი ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. სავარაუდო ინფორმაციით, ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
ტელეკომპანია "ბორჯომის" გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფება და დეტალების გარკვევას ცდილობს. ვიდეო მასალას სიუჟეტში შემოგთავაზებთ.
Print