ახალი ამბები
ნინოწმინდაში 71 წლის მამაკაცმა ცოლი მოკლა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმაში მკვლელობა მოხდა. 71 წლის მამაკაცმა მეუღლეს ჭრილობა ცივი იარაღით ყელის არეში მიაყენა. მკვლელობის ჩადენის შემდეგ მამაკაცი პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
წყარო: ახალციხის ტელეკომპანია "მეცხრე არხი"
Print