ახალი ამბები
ახალციხეში ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღებისას ოპერატორი დაჭრეს
სოფელ წნისში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. დაჭრილია ოპერატორი რ. გ. ადგილობრივების ინფორმაციით, წაღებულია 3 000 ლარამდე თანხა. ახალგაზრდა მამაკაცი ახალციხის კლინიკა "იმედშია" გადაყვანილი. მედიკოსების განმარტებით, მას დანით მიყენებული ჭრილობები თავისა და ყელის არეში აღენიშნება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევა დღეს, 27 ივნისს, დაახლოებით 05:30 საათზე მოხდა. ბენზინგასამართ სადგურზე ოპერატორი მარტო იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. შსს–ს სახოგადოებასთან ურთიერთობის სამსახუში განმარტავენ, დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პიროვნებები და მიმდინარეობს სამძებლო სამუშაოები. 

წყარო: ახალციხის ტელეკომპანია "მეცხრე არხი"
Print