ახალი ამბები
ექსკურსია სოფელ ქვაბისხევში ტრაგედიით დასრულდა

ექსკურსიაზე ყოფნისას გორის მესამე საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი კლდიდან გადავარდა.გარდაცვლილი გუშინ გვიან ღამით სახლში გადაასვენეს.


სკოლის თანამშრომლები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. მათ, შოთა რუსთაველის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, იმ ეკლესიის მონახულება გადაწყვიტეს, სადაც, სავარაუდოდ, შოთა რუსთაველისა და დედამისის ფრესკებია (წარწერით ,,შოთაი და იაი") გამოსახული.
"ძალიან სამწუხარო ამბავი შეგვემთხვევა. მხოლოდ მასწავლებლები ვიყავით ექსკურსიაზე, ასეთი ტრაგიკული აღმოჩნდა ჩვენი სკოლისთვის სასწავლო წლის დამთავრება" - განაცხადა სკოლის დირექტორმა ვახტანგ სუხიტაშვილმა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო.


 

Print