ახალი ამბები
კლდიდან ჩამოვარდნილმა ლოდმა ბორჯომში ავტომანქანა დააზიანა
ბორჯომში, რობაქიძის ქუჩაზე კლდე იშლება, კლდიდან მოწყვეტილი დაახლოებით ორ ტონიანი ლოდი ავტომანქანას დაეცა. აქ მცხოვრებლები შიშობენ, რომ დათბობასთან ერთად კლდიდან ქვების ცვენა გახშირდება და საფრთხეს შეუქმნის ადგილობრივებს. ბორჯომის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემის შესახებ იციან და ამბობენ, რომ შესაბამის უწყებებს უკვე მიმართეს.
Print