ახალი ამბები
ბორჯომში შველი სავარაუდოდ ორმა ბრაკონიერმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა
ბრაკონიერობის შემთხვევა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. ნაკრძალის უფროსმა, ჩითახევის ტერიტორიაზე ტყეში დღეს, დაჭრილი შველი იპოვნა. რევაზ ქიმაძის განცხადებით, შველი სავარაუდოდ ორმა პიროვნებამ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და ადგილიდან მიიმალა. აღნიშნული პიროვნებების ვინაობა ამ დრომდე უცნობია.

არსებული ინფორმაციით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერები ადგილზე მუშაობას ამ დრომდე აგრძელებენ. დაისჯებიან თუ არა და რა სანქცია დაეკისრებათ სამართალდამრღვევებს, ამ ეტაპზე უცნობია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შესაძლოა მოგვიანებით მოკვლევა დაიწყოს. თემას ტელეკომპანია "ბორჯომი" კვლავ დაუბრუნდება.
Print