შემთხვევა
ბორჯომში ავარიის შედეგად დაზარალებულის მდგომარეობა სტაბილურია
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს ბორჯომში ცენტრალურ მაგისტრალზე. ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ოპელი და პიკაპი შეეჯახა. დაზარალებულები ახალციხისა და ხაშურის მცხოვრებლები არიან. მათ კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა პირად საუბრებში აღნიშნეს, რომ ავარიის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ ოპელის მარკის ავტომობილზე წინა საბურავის დაზიანება გახდა.
ავარიის შედეგად მრავლობითი დაზიანებები მიიღო ოპელის მძღოლმა. 25 წლის მამაკაცი ჯეო-ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად აფასებენ. საქმე სსკ 276-ე მუხლის I ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.


Print