რა გახდა ბორჯომში 63 წლის მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზი
13:36 / 10.01.2017
შემთხვევა სოფელ ყვიბისში წუხელ გვიან ღამით მოხდა, ნუგზარ კიკნაძემ
თავი საკუთარ ეზოში ჩამოიხრჩო. შსს-ს ინფორმაციით საქმეზე გამოძიება
სსკ-ის 115 მუხლით აღიძრა.
თვითმკვლელობის ერთ-ერთ მიზეზად მეზობლები და ახლობლები ოჯახის მძიმე
სოციალურ მდგომარეობას ასახელებენ და გარდაცვლილს დადებითად
ახასიათებენ.