შემთხვევა
ბაკურიანში ზვავი ჩამოწვა - ერთ ადამიანს ეძებენ
ბაკურიანში, ზვავში რამდენიმე ადამიანი მოყვა - ინფორმაციას ტელეკომპანია "ბორჯომს" მერის წარმომადგენელი ბაკურიანში ქეთევან ლონდარიძე უდასტურებს.

შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. 

"რამდენიმე ადამიანი იყო წასული როგორც ვიცი ციხისჯვრის მიმართულებით ბურანებით, "შავი კლდის" მიმართულებით, ამ დროს ჩამოწვა ზვავი, ჩემი ინფორმაციით ერთი ადამიანია მოყოლილი და ეძებენ"


ტელეკომპანია "ბორჯომი" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისგან დამატებით ინფორმაციას ელოდება.
Print