ახალი ამბები
ადგილები, სადაც მეწყრული პროცესების განვითარებაა მოსალოდნელი - გეოლოგიის დეპარტამენტის პროგნოზი
ბაღდათში მეწყრული პროცესები ნავარაუდევი იყო. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ბიულეტენის მიხედვით, რომელიც 2023 წელს მომზადდა და 2022 წლის პერიოდს აღწერს, საუბარია იმერეთის რეგიონში, შესაძლო, სტიქიური პროცესების განვითარებაზე.

კერძოდ, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია შემდეგ დასახლებულ პუნქტებში: დიმი, I ობჩა, II ობჩა, წითელხევი, ფერსათი, ნერგეეთი, შუბანი და ზეგანი. ამასთანავე, ქვათაცვენების და ნაპირგარეცხვითი პროცესების წარმოქმნაგააქტიურება მოსალოდნელია ბაღდათი-ზეკარის მშენებარე საავტომობილო გზის გასწვრივ, მდ. ხანისწყალის და მისი შენაკადების ხეობებში გამავალი საავტომობილო გზების გასწვრივ.

გარდა ამისა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მთელ რიგ სოფლებში მოსალოდნელია მეწყრული პროცესების გააქტიურება. ეს დასახლებული პუნქტებია: შუქრუთი, ითხვისი, დარკვეთი, ზოდი, ჯალაურთა, შავწყალი, წირქვალი, ბუნიკაური, მღვიმევი, ხრეითი, მელუშეთი, ჭალოვანი, ვაკევისა და ჯაჯანიძეები. სამთო-მოპოვებითი სამუშაოების წარმოების შედეგად, ასევე მოსალოდნელია ახალი ჩაქცევების წარმოქმნა და გრუნტების ჯდენითი პროცესების გააქტიურება.

ასევე:

საჩხერის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია შემდეგ დასახლებულ პუნქტებში: საირხე, ჭორვილა, ბაჯითი, სარეკი, წითელსოფელი, საჩხერე, სავანე, არგვეთი, გორისა, მახათაური, ორღული, კორბოული, ხცისი და საჩხერე. ამასთანავე, ქვათაცვენების და მეწყრული პროცესების წარმოქმნა-გააქტიურება მოსალოდნელია საჩხერეონის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის გასწვრივ.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი „ტყიბულის ქვაბულში“ განლაგებულ დასახლებულ პუნქტებში, მეწყრული პროცესების განვითრება მოსალოდნელია: ტყიბული, გურნა, წყნორი, ანტორია, ციხია, კურსები, ოჯოლა, ზედა ჭყეპი, ნაბოსლევი, ორპირი, მუხურა და შუქერი.

ხონის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია შემდეგ სოფლებში: ქვედა გორდი, ზედა გორდი, ქვედა კინჩხა, გამოღმა ნოღა, გაღმა ნოღა, კინჩხაფერდი, ზედა კინჩხა, რონდიში, გელავერი, ღვედი და ძეძილეთი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მეწყრები შეიძლება გააქტიურდეს შემდეგ დასახლებულ პუნქტებში: ქუთაისი, გუმათი, ჟონეთი, ჯიმასტარო, ოფურჩხეთი, რიონი, ზარათი, ნამოხვანი, მექვენა, დერჩი, სორმონი, დღნორისა, ბენთქოულა, ბანოჯა და ცხუნკური.

სამტრედიის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია შემდეგ სოფლებში: მთისძირი, დაბლა გომი, ზედა გომი, დობირო, პირველი და მეორე ნიგორზღვა, გამოჩინებული, მტერჩვეული, ზედა ნოღა და კორმაღალი. ნაპირგარეცხვები მოსალოდნელია მდ. რიონის მარჯვენა ნაპირზე და მდ. ცხენისწყალის ორივე ნაპირზე მდ. რიონის შესართავამდე;

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები განვითარებულია შემდეგ დასახლებულ პუნქტებში: ზვარე, ქვები, ლეღვანი, ფარცხნალი, კიცხი, ვარძია, ზიდარი, საქარიქედი, ღორეშა, ბაზალეთი, ღუდუმექედი, ვახანი, ვერტყვიჭალა, ლახუნდარა, სარგვეში, მოლითი და მაქათუბანი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ფარგლებში მეწყრული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია შემდეგ სოფლებში: ნაგარევი, ღვანკითი, გოდოგანი, ძევრი, ახალთერჯოლა, ეწერი, ზედა და ქვედა სიმონეთი, თუზი, ალისუბანი, ჩხარი, რუფოთი, ზოვრეთი, ბარდუბანი, ნახშირღელე, ზედა საზანო და გოგნი“,- აღნიშნულია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა, შედეგად, 6 ადამიანი გარდაიცვალა, 3-ს კი ამ დრომდე ეძებენ.



წყარო: BPN
Print