ბაკურიანის შესასვლელთან ავტოსაგზაო
შემთხვევა მოხდა.თვითმხილველების თქმით,
მსუბუქი ავტომობილი იქვე არსებულ ბოძს შეეჯახა. მსუბუქად დაშავდა 3
ადამიანი. ისინი სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
ტელეკომპანია "ბორჯომი" შსს-ს დაუკავშირდა. უწყების ინფორმაციით,
მომხდარის შესახებ გამოძიება სსკ 276-ე მუხლით დაიწყო, რაც
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას
გულისხმობს.