ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომში - დაშავებულები სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს
ბორჯომში, რველი-ზანავის საავტომობილო მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაზიანებულია Kia-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი და Ford-ის მარკის სამარშრუტო ტაქსი.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. არსებული ინფორმაციით დაშავდა სამი მოქალაქე, (ორი კაცი - სავარაუდოდ ადგილობრივი, ერთი ქალი). 

დაშავებულები ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს. ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, პაციენტები სამედიცინო ცენტრში ახლახან შეიყვანეს. პირველადი ინფორმაციით, კაცებს სავარაუდოდ აღენიშნებათ მცირედი დაჟეჟილობა. ქალის მდგომარეობა კი შედარებით საყურადღებოა. 

რამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა და რომელი მუხლით დაიწყო საქმეზე გამოძიება, ამ კითხვით შსს-ს მივმართეთ. ტელეკომპანია "ბორჯომი" უწყებისგან პასუხს ელოდება. 

რაც შეეხება ვითარებას. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რველი-კორტანეთის საავტომობილო მონაკვეთზე, გზის ორივე მხარეს საცობია და შეზღუდულია ავტომობილების გადაადგილება.







Print