Error
ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა
16 ოქტომბერს, დაახლოებით ღამის 02:00 საათზე, ახალქალაქში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მოპირდაპირე მხარეს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 22 წლის ბიჭს, რომელიც ქუჩაში ფეხით გადაადგილდებოდა მანქანა დაეჯახა. დაშავებული ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„შემოიყვანეს 22 წლის ბიჭი, იყო უგონო მდგომარეობაში, ფაქტობრივად გარდაცვლილი. მალევე დაფიქსირდა გარდაცვალება. დაახლოებით 04:00 საათზე ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს“,- აცხადებს ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორი ალექსანდ თოროსიანი.

წყარო: sknews.ge.
Print