შემთხვევა
ფარავნის ტბაში 17 წლის ახალგაზრდა დაიხრჩო
ფარავნის ტბაში 17 წლის ახალგაზრდა დაიხრჩო. ინფორმაციას რადიო "ნორი" ავრცელებს. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში შემთხვევა გუშინ 2 ივლისს საღამოს 23 საათისთვის მოხდა.


ახალგაზრდა ტბაში საცურაოდ შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.

ცხედარი ტბადან მაშველებმა გამოიყვანეს. არასრულწლოვანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკას მკვიდრია.
Print