შემთხვევა
79 წლის ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა - სამართალდამცველებმა ბრალდებული დააკავეს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში 24 წლის მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ახალგაზრდას დანით ორი ჭრილობა გულ-მკერდის არეში 79 წლის ბაბუამ მიაყენა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი მამაკაცი ხობის საავადმყოფოში გადაიყვანა. მას ოპერაცია უტარდება. ექიმების შეფასებით, დაჭრილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ვლადიმერ მიქავა მომხდარიდან 1 საათში დააკავეს. გამოძიება 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

Print