შემთხვევა
„ცოლი მომიკალით“, - გარდაცვლილი ექთნის მეუღლე კლინიკის თანამშრომელს დაუპირისპირდა
ხმაური იყო ახალციხეში, კლინიკა „იმედის” ტერიტორიაზე. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის მეუღლე ახალციხეში, კლინიკა „იმედის” თანამშრომელს დაუპირისპირდა.

„ცოლი მომიკალით“, - ამ სიტყვებით მიმართა მეგი ბაქრაძის მეუღლემ კლინიკის თანამშრომელს.
დაპირისპირების შემდეგ, სამართალდამცავებმა მეგი ბაქრაძის მეუღლეს ტერიტორია დაატოვებინეს.

27 წლის ექთანი, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

შსს-მ 27 წლის ექთნის გარდაცვალებაზე გარდაცვალებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

Print