შემთხვევა
ხანძარს ზუგდიდში, ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხანძარი ბარამიას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბინაში გაჩნდა, შემთხვევის შედეგადაც სახლში მყოფი 42 წლის ვალერი ვ. დაიღუპა. ის, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ხანძრის გაჩენის ერთერთი ვერსიაა - ელექტრო გამათბობელი, რომელიც კაცს ჩართული ჰქონდა და სავარაუდოდ ცეცხლი სავარძელს იქიდან გადაედო.
ადგილობრივებმა სამაშველო სამსახური და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს, თუმცა, მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
საცხოვრებელი სახლი მთლიანად დამწვარია. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.


Print