შემთხვევა
სროლა და დაპირისპირება იყალთოში, - მოკლულია საავადმყოფოს დირექტორი
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურაბ საჩიშვილი მოკლეს
ზედა კიდურის არეში დაჭრილია თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილი, რომელსაც პირველადი დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე გაუწია.
გავრცელებული ინფორმაციით, საჩიშვილს თელავის პოლიციის უფროსის მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა ესროლა. თვითმხილველების ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება ერთ- ერთ ოჯახში სუფრაზე დაიწყო, რომელიც ქუჩაში გაგრძელდა.
ისინი ერთერთ ადგილობრივთან სუფრაზე იმყოფებოდნენ, სადაც ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რასაც უკვე მკვლელობა მოჰყვა.
ადგილზე ამ დროისათვის სამართალდამცველები იმყოფებიან.


Print