შემთხვევა
ოკუპირებული აფხაზეთიდან სამეგრელოში პენსიის ასაღებად წასული მამაკაცი ენგურში დაიხრჩო
ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე პენსიის ასაღებად წამოსული მამაკაცის ცხედარი მდინარე ენგურმა ორსანტიასთან გამორიყა. უმძიმეს გაჭირვებაში მცხოვრები 65 წლის კაცი დევნილთა შემწეობისა და პენსიისთვის სამი დღის წინ წამოვიდა. ოჯახისთვის ფქვილის, შაქრის, ზეთისა და სხვა პროდუქტების ყიდვას გეგმავდა, თუმცა, სავარაუდოდ, ადიდებული მდინარის გადალახვა ვერ შეძლო და დაიხრჩო.

ოთარ ჯობავას ცხედარი გამთენიისას სოფლის ერთ-ერთმა მოსახლემ იპოვა და პოლიციას შეატყობინა, ადგილზე სამაშველო ჯგუფებიც მივიდნენ და მიცვალებული პროზექტურაში გადაასვენეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ჩაკეტილი გზების გამო, საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი მოქალაქეები იძულებული ხდებიან სურსათისა და მედიკამენტებისთვის მდინარე ენგურის გავლით გადმოვიდნენ.


Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.