შემთხვევა
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ცეცხლი გაჩნდა
ხანძარი იყო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ცეცხლი ბიბლიოთეკაში გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო ორი სახანძრო მანქანა. ინფორმაციას ,, სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

როგორც უნივერსიტეტის რექტორი, მაკა ბერიძე ამბობს, ხანძრის შედეგად სამკითხველო დარბაზში ერთი სამუშაო მაგიდა, კომპიუტერი და ორი პრინტერი დაიწვა. მისივე განმარტებით, ცეცხლს წიგნსაცავამდე არ მიუღწევია.

"ბიბლიოთეკარი ახალი გამოსული იყო სამკითხველოდან, ჩვენ თათბირი გვქონდა. თავდაპირველად ჩვენი ძალებით და ცეცხლმაქრებით შევეცადეთ ხანძრის ჩაქრობას. სახანძროც გამოვიძახეთ, მალე მოვიდნენ", - ამბობს ბერიძე.

მისივე თქმით, ცეცხლი სავარაუდოდ სადენებიდან გაჩნდა, დამწვარია 20 კვ.მ. ხანძრის დროს არავინ დაშავებულა.


Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.