საზოგადოება
ბორჯომში პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირების დასაქმების პერსპექტივებზე იმსჯელეს
ბორჯომში, პროექტის: "კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის" ფარგლებში, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირების დასაქმების მხარდამჭერი მულტისექტორული შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი საზოგადოებაში პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირების მიმართ არსებული სტიგმის გამომწვევი მიზეზების განხილვა და კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმების შესაძლებლობების ანალიზი იყო.
შეხვედრის მონაწილეებმა რეკომენდაციები შეიმუშავეს და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

პროექტს, სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.


Print